გენოციდიდან „ჯოჯოხეთურ სანქციებამდე“: დასავლეთი საკუთარი თავის ერთგულია

Sputnik
მაქსიმ სოკოლოვი
რუსეთსა და აშშ-ს შორის ჟენევის მოლაპარაკებების მომზადების დროს ყველას აინტერესებდა და მკითხაობდა, რა მოხდებოდა, თუ პარტნიორები შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, რაც იმთავითვე ძალიან სავარაუდო ჩანდა.
შეთანხმება არ მიღწეულა, თუმცა ამის შემდეგ განსაკუთრებულად საშინელი არაფერი მომხდარა. „გაგეცინებათ, მაგრამ ამერიკელებს კვლავ სურთ სანქციების დაწესება“. „ჯოჯოხეთური სანქციებისთვის“ სამზადისზე დამცინავი, ან სულ მცირე, ცივსისხლიანი რეაქცია, არ არის განპირობებული იმით, რომ სანქციები განსაკუთრებით სასიამოვნოა. უბრალოდ გეენის ცეცხლის მუდმივი ხსენება გარკვეულწილად ერთფეროვანია. ამერიკის კონგრესში შესაძლოა მოსწონთ პათეტიკური გამოსვლები სანქციების შესახებ. მაგრამ ოკეანის გამოღმა ასეთი გამოსვლები მხოლოდ დაღლილ რეაქციას იწვევს.
მოსაზრება: „მიგრანტების შეტევის“ ნამდვილი მიზეზი
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს უფრო დიდი მუქარა წარმოუდგენელია. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება (მოახლოებული ბლიცკრიგის შესახებ თვეზე მეტია, საუბრობენ, თუმცა ეს როგორი ბლიცკრიგია, რომელიც ვერადავერ მოხდა?), ის ვაშინგტონისგან მრავაფეროვან პასუხებს მიიღებს.
SWIFT-დან გათიშვა (ეს უკვე რამდენიმე წელია, ლამის სავალდებულოა, თუმცა აქამდე არ გაუთიშავთ.
სანქციები სამი ან მეტი ბანკის წინააღმდეგ — არჩევანი მათზეა. ეს ორიგინალური მეთოდია, როდესაც მოცემულია ათობით ფინანსური ინსტიტუტის სია („სბერბანკი“, VTB, „გაზპრომბანკი“, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი, ალფა-ბანკი, „როსსელხოზბანკი“) და თეთრი სახლის ადმინისტრაცია მათგან სამ ყველაზე დამნაშავეს ირჩევს. ან მათ, ვისი შეხებაც კრემლს განსაკუთრებით გააღიზიანებს. მაგალითად, ალფა-ბანკისა — მართალია, მისი ხელმძღვანელობა დიდი ხანია, ლონდონში იმყოფება, მაგრამ მისთვის შემოკვრა საშინელი დარტყმა იქნება ძალოვანებისთვის.
„საშინელი სცენარი“: რატომ უყრის დასავლეთი ჯარებს თავს უკრაინაში
და ბოლოს, პერსონალური სანქციები პრეზიდენტის, პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. რაც ურთიერთობების სრულ გაწყვეტას მოიტანდა. მთელი დიპლომატია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ დიპლომატიური აგენტი თავისი სუვერენის სახელით საუბრობს. თუ აშშ-ის კონგრესი და ადმინისტრაცია განაცხადებენ, რომ ამიერიდან რუსეთის პრეზიდენტი არავინაა, მაშინ, ვისთან გადაჭრიან ორმხრივი ინტერესის საკითხებს? ნავალნისთან? გოზმანთან? შენდეროვიჩთან? სასაცილოც კი არაა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯოჯოხეთური სანქციები მხოლოდ ამერიკელი სენატორების შემოქმედებითი ფანტაზია კი არ არის (მათბევრი რამის ფანტაზირება შეუძლიათ), არამედ მას მხარს უჭერს აშშ-ის ადმინისტრაციაც. ეს საშინლად ჟღერს, თუმცა ადმინისტრაციის შიგნით ურთიერთობები დიდი ხანია იგება პრინციპით: „однажды лебедь раком щуку“, და ძალიან რთულია იმის გაგება, თუ ვაშინგტონის რომელ თავს რა სურს. იქ უკვე დიდი ხანია, რაც ერთიანი ნება არ არსებობს.
მოსაზრება: დასავლეთი ბელარუსულ დირეს ხედავს, ამერიკულ ბეწვს — ვერა
მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის მომლაპარაკებელი შერმანი, მხარს უჭერს რა პროექტს, განმარტავს, რომ საუბარი შეიძლება იყოს არა უშუალო სამხედრო შეჭრაზე (ეს თავისთავად ცხადია), არამედ იმ შემთხვევაზეც, როდესაც პირდაპირი შეჭრა არ ხდება, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა „რაღაცნაირად ძირს გამოუთხრის [უკრაინის ხელისუფლებას], ან აიძულებს ცვლილებებს, რომელიც უკრაინელ ხალხს არ უთხოვია“. რუსულად თარგმანში ეს ნიშნავს იმას, რომ სანქციების გამოყენება შესაძლებელია საომარი მოქმედებების არსებობისა თუ არარსებობის მიუხედავად.
უკრაინის ხელისუფლების პოზიციების შელახვა ხომ პერმანენტულად მიმდინარეობს (ამისთვის არსებობს ზელენსკი) და ყოველთვის შეიძლება ითქვას, რომ ამაში დამნაშავე მოსკოვია. ისევე როგორც „ცვლილებები, რომლებსაც უკრაინელი ხალხი არ ითხოვს“ — ეს ისეთი ცვლილებებია (არ აქვს მნიშვნელობა, რითაა გამოწვეული და ვის მიერ), რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს არ მოსწონს, რომელსაც უკეთ ესმის უკრაინელების ნება, ვიდრე თავად უკრაინელებს. და რახან არ მოსწონთ, ისევ მოსკოვის ბრალია. რაც მკაცრი სასჯელის საჭიროებას გულისხმობს.
მოსაზრება: შეუშვებენ თუ არა ევროპაში „პოლიტიკურად არასწორი ვაქცინით“ აცრილებს?
შტატების სანქციებმა, რომლებიც არანაირად არ ჯდება ზოგადად კანონის არცერთ იდეასთან და კონკრეტულად დანაშაულისა და სასჯელის დოქტრინასთან, შეიძლება სხვადასხვა რეაქცია გამოიწვიოს — სიცილი, შიში, აღშფოთება და ა.შ. სანქციონერის, ანუ აშშ-ის ხელისუფლების თვალსაზრისით, სანქციების ცნება შეიძლება ეტიმოლოგიურად განიმარტოს: ლათინურად sanctio არის „უმკაცრესი დადგენილება, შეუვალი კანონი“, რომლისგანაც იწარმოება ზმნა sancire (უცვლელად გამოცხადება) და ზედსართავი sacer (წმინდა).
შეერთებული შტატების ხელისუფლების ნება არის წმინდა და უცვლელი, როგორც ეს უდავო სიწმინდეს შეეფერება, ხოლო ის, ვინც ამ ნებას ეწინააღმდეგება, მკრეხელობას სჩადის — აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ამერიკელი ხალხის აბსოლუტური ძალაუფლებიდან გამომდინარე, მათი სახელით დაწესებული სანქციები გაურკვეველი ხასიათისაა — პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენება მთლიანად უფლებამოსილი ორგანოს, მაგალითად, აბსოლუტური მონარქის შეხედულებისაზეა დამოკიდებული. მართალია, აღინიშნება, რომ თანამედროვე კანონმდებლობას არ ახასიათებს გაურკვეველი სანქციები, მაგრამ აშშ-ის კონგრესმა და ადმინისტრაციამ უკეთ იციან, რა არის სახასიათო და რა — არა.
რუსეთი–ნატოს საბჭო: ურთიერთდათმობები თუ გზა ომისკენ?
ისღა გვრჩება აღვნიშნოთ, რომ გასული საუკუნეების გაურკვეველ სანქციებთან შედარებით, ამერიკული პრაქტიკა ჯერ კიდევ შედარებით ჰუმანურია.
XV საუკუნეში ხანი ახმეტი ივანე III-ს სანქციებით დაემუქრა, 40 ათას ოქროს გარდა, კიდევ შენი წვეტიანი ქუდიც მომეცი მორჩილების ნიშნად, თორემ შენს მიწას სისხლში დავხრჩობ, ბოიარების ქედებზე გავივლიო.
მე-16 საუკუნეში ინგლისის მეფე ჰენრი VIII-მ, რომელმაც ვერ მოახერხა თავისი მცირეწლოვანი ვაჟის, ედუარდ VI-ის ასევე მცირეწლოვან მარია სტიუარტზე დანიშვნა, შოტლანდიას, რომელიც ცუდად მოიქცა, სანქციები დაუწესა:

„მისი უდიდებულესობა ბრძანებს, რომ ყველაფერი ცეცხლსა და ხმალს მიეცეს. ფერფლად აქციეთ ედინბურგი და მიწასთან გაასწორეთ იგი, როგორც კი გაძარცვავთ და გამოიტანთ იქიდან ყველაფერს, რაც შესაძლებელია. <...> გაძარცვეთ ჰოლირუდი და ედინბურგის ირგვლივ იმდენი ქალაქი და სოფელი, რამდენსაც გზად შეხვდებით; მიუშვით ლეითსა და სხვა ქალაქებზე მძარცველთა ნაკადები და სადაც წინააღმდეგობას წააწყდებით, უმოწყალოდ მოსრეთ კაცებიც, ქალებიცა და ბავშვებიც“.

ჰენრი VIII-ის ფონზე, ამჟამინდელი ამერიკული ადმინისტრაცია თავად თვინიერებაა.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე!