თოვლი, ძლიერი ყინვა და ქარი: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

მაღალ მთაში -22 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოში 20 იანვრამდე ცივი ამინდი შენარჩუნდება, იუწყება გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო.
ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ნისლი.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს, 16 იანვარს, +5 გრადუსია, ხვალ დღის განმავლობაში +4 გრადუსი, ღამე კი -9 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთის მთიან რეგიონებში ღამე მინუს 14-15 გრადუსი იქნება, მაღალმთიანში კი მინუს 18-22 გრადუსი იქნება ღამის განმავლობაში.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს ტემპერატურა +6 გრადუსია, ორშაბათს დღის განმავლობაში +6, ღამე კი -3 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთის მთიან რეგიონებში ღამე მინუს 12-13 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალ მთაში - მინუს 18-20.
წყარო - გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო.