გიგა ჭიკაძემ UFC-ს ტურნირზე პირველი მარცხი განიცადა

ბრძოლის ხუთივე რაუნდი დინამიურ და სანახაობრივ სტილში, მაგრამ ამერიკელი სპორტსმენის აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ლას-ვეგასში UFC-ს შერეული ორთაბრძოლების ტურნირის მთავარ ბრძოლაში ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ამერიკელ კელვინ კატართან დამარცხდა.
ბრძოლის ხუთივე რაუნდი დინამიურ და სანახაობრივ სტილში, მაგრამ ამერიკელი სპორტსმენის აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა. კატარმა მოიგო მსაჯების ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით (50:45, 50:45, 50:44).
ზედიზედ შვიდი ნოკაუტით გამარჯვების შემდეგ, ეს მარცხი 34 წლის ჭიკაძისთვის პირველი იყო UFC-ში. თავის მხრივ, კატარისთვის ქართველთან წარმატება კარიერაში მეშვიდე იყო.
ამავდროულად, პრაქტიკულად ყველა ანალიტიკოსმა და სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ბრძოლა ძალიან ხარისხიანი გამოდგა და ტურნირის ნამდვილ მშვენებად იქცა.