მთავრობის ადმინისტრაციის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა

სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო და შენობა დროშის ფერებში განათდა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
დღეს საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
ეს თარიღი პირველად 2012 წელს აღინიშნა. საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა. იმავე დღეს აღმართესის პარლამენტის შენობის თავზე და ჩამოხსნეს პირველიქართული რესპუბლიკის შინდისფერი დროშა თეთრიდა შავიზოლებით, ხოლო14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.
სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ქართული დროშის დღე მიულოცა
სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელი უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.
უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.