თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. რუსი მილიარდერი, კორპორაცია „ტექნონიკოლის“ თანამფლობელი იგორ რიბაკოვი ყაზახეთშია ჩარჩენილი და სამშობლოში გაფრენას ვერ ახერხებს, იუწყება Forbes-ი მილიარდერის PR-სამსახურზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, რიბაკოვი ყაზახეთში 3 იანვარს გაფრინდა, სადაც ერთ-ერთ სამთო-სათხილამური კურორტზე აპირებდა დასვენებას.
გარდა ამისა, მას კიდევ ორი ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი − ყაზახურ ენაზე გამოცემული საკუთარი წიგნის პრეზენტაცია და ბიზნეს-ფორუმი.
რიბაკოვი შინ დაბრუნებას 10 იანვრისთვის აპირებდა, მაგრამ დაგეგმილის განხორციელებას ჯერ ვერ ახერხებს.
„ვცდილობ გამოვაღწიო ყაზახეთიდან, მაგრამ ჯერჯერობით არ გამომდის. ვფიქრობ, ალმათიდან უსაფრთხო ადგილზე გასვლას შევძლებ, საიდანაც მერე თვითმფრინავით გავფრინდები“, − ციტირებს სააგენტო მილიარდერს.
ამასთან, როგორც რიბაკოვი წერს, 9 იანვარს ერთ-ერთ ბლოკპოსტზე ის ტერორისტად მიიჩნიეს.
„ნუთუ ასე გამოვიყურები? მაქვს ვიდეო, როგორ მივდივარ ავტომატების ქვეშ... კარგია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა“, − ამბობს ბიზნესმენი.
როგორც სააგენტო წერს, რიბაკოვის წარმომადგენელმა არ გაამხილა, კონკრეტულად სად იმყოფება ამ დროისათვის მილიარდერი.
წყარო: Forbes