COVID-19 - ბოლო ცნობები

ისრაელმა ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა

საუბარია იმ მოგზაურებზე, რომლებიც ისრაელში იმ ქვეყნებიდან ჩავლენ, სადაც ეპიდვითარება გართულებული არ არის.
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ისრაელმა ვაქცინირებულიდა კოვიდგადატანილი ტურისტების მიღებას 9 იანვრიდან განაახლა, ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მოგზაურები უნდა იყვნენ აცრილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული რომელიმე ვაქცინით ან გადატანილი ჰქონდეთ „კოვიდ-19“.
იმ პრეპარატების სიაში, რომლითაც ვაქცინაცინებული პირები ისრაელში შესვლას შეძლებენ, მოხვდა რუსული ვაქცინა Спутник V - ვაქცინაციის დროიდან არანაკლებ ორი კვირა უნდა იყოს გასული.
ამასთან, რუსული პრეპარატით აცრილი პირები ვალდებული იქნებიან ისრაელის ტერიტორიაზე ჩაიტარონ სეროლოგიური ანალიზები ანტისხეულების რაოდენობაზე.
ისრაელი „ნარინჯისფერი“ ქვეყნებიდან ვიზიტორების მიღებას განაახლებს>>>
ისრაელის ტერიტორიაზე შესასვლელად ტურისტებს მოუწევთ მთავრობის ვებ-გვერდზე სპეციალური ფორმის შევსება, ასევე თვითმფრინავში ჩაჯდომამდე და ჩაფრენის შემდეგაც PCR-ტესტის ჩატარება და 24 საათით იზოლაცია, ვიდრე ტესტის პასუხი არ გახდება ცნობილი.
„წითელი“ ქვეყნებიდან უცხოელებს ისრაელში შესვლა ეკრძალებათ. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, „წითელი" შუქი ანთებული აქვთ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, მექსიკას, შვეიცარიას და სხვა ქვეყნებს.