თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. დსთ–ის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა სერგეი ლებედევმა განაცხადა, რომ მასობრივი გამოსვლები ყაზახეთში წინასწარ იყო მომზადებული, რათა ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია მომხდარიყო, ორგანიზატორებს კი მხარდაჭერა უცხოეთიდან ჰქონდათ, წერს РИА Новости.
მისი თქმით, პირადად ის, მისი ყველა კოლეგა ინტეგრაციული სტრუქტურიდან მთლიანად უჭერენ მხარს ყაზახეთის ხელმძღვანელობისა და ОДКБ–ს მონაწილე სახელმწიფოების მიერ მიღებულ ზომებს, რათა რესპუბლიკაში დაცული იყოს საკონსტიტუციო წყობა და აღდგეს მართლწესრიგი.
„დღეს უკვე ცხადია, რომ დესტრუქციული ელემენტები, ბანდიტები წინასწარ ემზადებოდნენ მასობრივი გამოსვლებისთვის, რათა ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია მოეხდინათ. ისინი მხარდაჭერას უცხოეთიდან იღებდნენ“, – განაცხადა ლებედევმა.
მან აღნიშნა, რომ „ეს პროვოკატორები, ე.წ. ფერადი რევოლუციების სპონსორები ამ დღეებში მოჩვენებითი სიამაყით აცხადებენ თავიანთი წამყვანი როლის შესახებ დანაშაულებრივ ქმედებებში ყაზახეთის ქალაქებში“.
„დსთ–ის აღმასრულებელ კომიტეტში ყურადღებით ადევნებენ თვალს სიტუაციის განვითარებას მოძმე რესპუ8ბლიკაში. ჩვენ გავერთიანდით საერთო სურვილითა და მიზნით – ყველაფერი გავაკეთოთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არა მხოლოდ შენარჩუნების, არამედ შემდგომი სრულყოფისა და გამტკიცებისთვის“, – განაცხადა ლებედევმა. მისი განცხადეა აღმასრულებელი კომიტეტის ვებ–გვერდზეა განთავსებული.
მისი თქმით, კომიტეტის ხელმძღვანელობა და აპარატი ცდილობენ, ყაზახეთს მორალურად და ორგანიზაციულ საკითხებში დაეხმარონ.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო - ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები თხევად ნავთობ-გაზზე ფასების ორჯერ გაზრდას ეწინააღმდეგებოდნენ. მოგვიანებით პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა, მათ შორის ალმათიში.
ქვეყნის ძველ დედაქალაქსა და რესპუბლიკის უდიდეს ქალაქში დაიწყო ძარცვა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები, იარაღის დატაცება. ხელისუფლებამ ქვეყანაში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.
გაეროს მონაცემებით, ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს 1000-მდე ადამიანი დაშავდა. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 18 ძალოვანი.
5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საბჭოს პირველ სხდომაზე ტოკაევმა ყაზახეთში შექმნილი ვითარება სახელმწიფოს მთლიანობის ხელყოფად შეაფასა და„ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა.
ორგანიზაციის საბჭომ მალევე მიიღო გადაწყვეტილება, გაეგზავნა ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები — ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის.
წყარო: РИА Новости