COVID-19 - ბოლო ცნობები

ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრილ ადამიანებში „ომიკრონით“ დაინფიცირების შემთხვევები არ არის

ქართველი ეპიდემიოლოგების განცხადებით, „ომიკრონთან“ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად კვლავ ვაქცინაცია რჩება.
Sputnik
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზით ვაქცინირებულ ადამიანებში „ომიკრონით“ დაინფიცირების შემთხვევები არ არის, განაცხადა ინფექციონისტმა მაკა ბულეიშვილმა.
8 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 600-ს შეადგენს.
ინფექციონისტის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში რეინფიცირების ფაქტები არის იმ ადამიანებშიც, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამB.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჩხაიძე: „ომიკრონის“ შემოსვლა საახალწლო დასვენებებს და დღესასწაულებს ცუდად დაემთხვა
ექსპერტები ინფიცირების შემთხვევების ზრდას ვარაუდობენ და ამას ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამოჩენას უკავშირებენ – ის სწრაფად ვრცელდება, თუმცა დაავადება შედარებით მსუბუქად ვითარდება.
7 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 545 490 აცრა. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 82 355 ადამიანს.
წყარო: ტელეკომპანია „იმედი".