მსოფლიო დღეს

მედია: ყაზახეთს ოქროს კინოფონდი აღარ აქვს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ფილმების საცავი მასობრივი არეულობის დროს გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა
Sputnik
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ყაზახეთში მომხდარმა არეულობებმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ეროვნულ კულტურას - განადგურდა ყაზახური კინოს ოქროს ფონდი, იუწყება Sputnik-ყაზახეთი.
„არეულობის შედეგად განადგურდა ყაზახური კინოს ოქროს ფონდი, რომელიც ხანძრის დროს დაიწვა“, - იუწყება სააგენტო ტელეარხ Atameken Business-ზე დაყრდნობით.
ფონდში ყაზახური კინემატოგრაფის შედევრები ინახებოდა.
მასობრივი პროტესტი ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება. შემდეგ პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. ალმათში 4 და 5 იანვარს მოხდა შეტაკება ძალოვანებთან, პოლიციამ გამოიყენა გაზი და ხმოვანი ყუმბარები. მთელ ყაზახეთში გათიშული იყო ინტერნეტი, დროებით შეწყდა რამდენიმე ტელეარხის მაუწყებლობა. 19 იანვრამდე მთელ ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ჩაუდგა სათავეში. საბჭოს პირველ სხდომაზე მან ყაზახეთში შექმნილი ვითარება „სახელმწიფოს მთლიანობისთვის ძირის გამოთხრად“ შეაფასა და განაცხადა, რომ „ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა.
ალმათიში ათობით ადამიანია ლიკვიდირებული: ვიდეო სპეცოპერაციიდან >>
ტოკაევის მიმართვის საფუძველზე ОДКБ-ს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყაზახეთში მშვიდობისმყოფელთა კოლექტიური ძალები გაგზავნონ.
ОДКБ-ს სამდივნომ 6 იანვარს განაცხადა, რომ ორგანიზაციის კოლექტიური სამშვიდობო ძალები ყაზახეთში „შეზღუდული ვადით გაგზავნეს სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზებისთვის“.