თაფლი ზამთარში „საშინელი პროდუქტია“: ნუტრიგენეტიკოსის რჩევა

Sputnik
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. რა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს თაფლმა და რატომ უნდა მოვექცეთ ზამთარში ამ პროდუქტს განსაკუთრებული სიფრთხილით, ამ თემაზე რადიო Sputnik-თან ნუტრიგენეტიკოსმა ანდრეი ზოლოტარიოვმა ისაუბრა.
მისი თქმით, თაფლიანი ჩაი საკმაოდ პოპულარული სასმელია, მაგრამ ცივ სეზონზე მისით ტკბობა ყოველთვის და ყველგან არ შეიძლება.
ექიმის განმარტებით, თაფლი ორგანიზმზე ძლიერ გამათბობელ ეფექტს ახდენს, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ შინ და მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ უახლოეს საათებში გარეთ გასვლას არ აპირებთ.

„ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პროდუქტი, რომელიც ნამდვილად დიდი სიფრთხილით უნდა მიირთვათ ცივ სეზონზე, არის თაფლი. ფაქტია, რომ თაფლს აქვს გამოხატული გამათბობელი ეფექტი, ამის გამო იწყება ოფლის გამოყოფა. ადამიანები ამას ვერ გრძნობენ, მაგრამ თაფლის მოხმარებამ ზამთარში გარეთ გასვლამდე, ან პირდაპირ ქუჩაში შეიძლება გაციების პროვოცირება მოახდინოს“, — ამბობს ექიმი.

ამასთან სპეციალისტი გვაფრთხილებს, რომ ქუჩაში გასვლის წინ თავი უნდა ავარიდოთ ყველა იმ პროდუქტს, რომლებიც სხეულის ტემპერატურის ცვლილებას იწვევს.
„ტემპერატურის ნებისმიერ ცვლილებას მოჰყვება შედეგი. რაც უფრო დიდია ტემპერატურული დიაპაზონი, მით უფრო საზიანოა ის ორგანიზმისთვის. ცხელი ჩაი ჯობს ზაფხულში მიირთვათ, ზამთარში კი — ოთახის ტემპერატურისა“, — აცხადებს ექიმი.
რამდენი თაფლი შეიძლება ჭამოს ბავშვმა: ყველაზე პოპულარული პედიატრის რჩევა
გარდა ამისა, ნუტრიგენეტიკოსის თქმით, გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ზამთარში ნაყინის ჭამა ასევე არ არის რეკომენდებული.
როგორც ზოლოტარიოვმა განმარტა, ნებისმიერი ტემპერატურული ცვლილება საკვებს, ადამიანსა და გარემოს შორის ორგანიზმის მხრიდან საკმაოდ აქტიურ რეაქციას იწვევს, რაც ყოველთვის არ არის სასარგებლო.
წყარო: რადიო Sputnik