„პანდემიის პირველი ტალღისას ჩვენ ვხედავდით, როგორ იზრდებოდა პანიკა, ნერვიულობა... და მივიღეთ პანდემიის მეორე ტალღა. ეს არის იმის გავლენა, რასაც ჩვენ აზრის ძალას, კოლექტიურ არაცნობიერს, კოლექტიურ გონს ვუწოდებთ“, — აცხადებს სპეციალისტი.
„ახლა ადამიანები აგრესიულები არიან. ისინი უფრო სწრაფად ანადგურებენ ერთმანეთს, ვიდრე კორონავირუსი. ხდება ჯაჭვური რეაქცია: ადამიანები უყურებენ, კითხულობენ ახალ ამბებს, იგებენ, რომ სამყარო ხდება ძალიან საშიში, რომ შეუძლებელია მომავლის გეგმების შედგენა და ამ ინფორმაციის შემდეგ ფსიქიკაში აქტიურდება დამცავი მექანიზმი, გადარჩენის ინსტინქტი. თითოეული ადამიანის. გადარჩენის ინსტინქტის ამოქმედების მომენტში კი ადამიანები ხდებიან უფრო აგრესიულები, უფრო უხეშები. ისინი არ ცდილობენ, თავიანთი მოქმედებებით უკეთესი გახადონ ეს სამყარო“, — ამბობს ლანგი.