საქართველო და თურქეთი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ

ცვლილებები შეთანხმების ტექსტში ოფიციალურად 2022 წლის პირველ ნახევარში შევა და ამოქმედდება
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოსა და თურქეთს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემდგომ ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.
თურქეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოქმედებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ პროდუქტების ჩამონათვალზე, რომელიც დაემატება იმ პროდუქტების სიას, რომლებზეც უკვე მოქმედებს შემცირებული ტარიფები.
ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო პანდემიის პირობებში
საუბარია თაფლის, ხილის წვენებისა და ჯემების, კონსერვების, ჩირეულის, მწვანე ჩაისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციაზე, რომლის შემოტანაზეც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოქმედება გავრცელდება. ამგვარად, თურქეთის ბაზარზე უფრო მეტი ქართული პროდუქცია გავა.
შეთანხმების ტექსტში ცვლილები ოფიციალურად 2022 წლის პირველ ნახევარში შევა, შემდეგ კი ისინი ძალაში შევა.
საქართველოს და თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2021 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 1,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,8%-ს შეადგენს.
სავაჭრო ბრუნვა მეზობელ ქვეყნებს შორის 2020 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 32,6%-ით გაიზარდა.