მაღალი წნევა: თხილი, რომელიც ძილშიც კი დაგიცავთ ჰიპერტონიისგან

Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. თუ ყოველდღიურ რაციონში თხილის ამ სახეობას ჩართავთ, ეს ჰიპერტონიასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ − ძილშიც კი, წერს Daily Express-ი მეცნიერებზე დაყრდნობით.
აშშ-ის კარდიოლოგთა ასოციაციის სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც ერთდროულად ორი დაავადებით − ჰიპერტონიითა და მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს აკვირდებოდნენ.
საკვლევი პირები ორ ჯგუფად გაყვეს. პირველს მცირე რაოდენობით ცხიმებისა და დიდი რაოდენობით ნახშირწყლების შემცველი დიეტა დაუნიშნეს, მეორე ჯგუფს კი − ზომიერი ცხიმების შემცველი დიეტა, რომელსაც ფსტა დაუმატეს.
ოთხი კვირის შემდეგ მეორე ჯგუფში შემავალ პაციენტებს საინტერესო ფაქტი დაუდასტურდათ: ფსტის დიეტამ მნიშვნელოვნად შეამცირა არტერიული წნევა, ასევე გულის რიტმის ვარიაბელურობა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სხვა მარკერები.
არტერიული წნევა — ნორმალური დონე ასაკის მიხედვით და დარეგულირების უეფექტურესი რეცეპტი

„ფსტის დიეტის შემდეგ სისტოლური არტერიული წნევა მნიშვნელოვნად შემცირდა, ამასთან ყველაზე დიდი დაწევა ძილის დროს დაფიქსირდა“, − აღნიშნეს მკვლევარებმა.

მათი დასკვნით, ზომიერ ცხიმიან დიეტაზე დამატებული ფსტა სხვა ყველა თხილზე უკეთ ამცირებს არტერიულ წნევას.
წყარო: Daily Ezpress