დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 დეკემბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2021 წლის 23 დეკემბერია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
სერიოზული განწყობის შენარჩუნება ადვილი არ იქნება, მაგრამ საქმეები ყურადღებას მოითხოვს და მათ მიმართ ქარაფშუტული დამოკიდებულება არ შეიძლება. არასასურველია მნიშვნელოვანი სამუშაო საკითხების გადადება, განსაკუთრებით, თუ ისინი ფინანსებს უკავშირდება. ბევრისთვის ეს დღე ძლიერი განცდების მომტანი იქნება. რომანტიკულ ჭრილში მგზნებარე ვნებებს უფრო მშვიდი და ოჯახური ტიპის ურთიერთობები ამჯობინეთ, რომელიც თქვენგან არ მოითხოვს ზედმეტ მორალურ თუ ფიზიკურ დაძაბვას.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 დეკემბერი>>
ვერძი: რა ტიპის პრობლემების გადაჭრაც არ უნდა მოგიწიოთ, არ მოგერიდოთ გარშემომყოფებისთვის დახმარების თხოვნა. ადვილად იპოვით მოკავშირეებს, საიმედო დამხმარეებს. კარგი დღეა რამე ახლის დასაწყებად. წარმატებებია მოსალოდნელი სამუშაოზეც, ბიზნესსა და შემოქმედებით საქმიანობაშიც. ჰარმონიულად განვითარდება ახლობლებთან ურთიერთობები.
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: მოთმინებაა საჭირო. დღეს ყველაფერი იოლად არ გამოგდით, მაგრამ თუ ცოტა ხანს მოიცდით, შეძლებთ ნებისმიერ საკითხთან და პრობლემასთან გამკლავებას. ეცადეთ არ გადაიღალოთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარშემომყოფები შეიძლება თქვენით მანიპულირებას შეეცადონ. თუ არ გსურთ, ვინმეს ხელში მარიონეტი გახდეთ, მტკიცედ უნდა დადგეთ და იმოქმედოთ.
ტყუპი: მთლიანობაში კარგი დღეა, მიუხედავად იმისა, რომ ისე არ გამოვა ყველაფერი, როგორც თქვენ გინდათ. ბევრ თქვენგანს ელოდება სასიამოვნო სიურპრიზები. კარგი დღეა რომანტიკული თვალსაზრისით. შეგიძლიათ შეხვდეთ ადამიანს, რომელზეც გინდათ, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. არაა გამორიცხული ნაცნობობა, რაც თქვენს ცხოვრებაში კარდინალურ ცვლილებებს დაუდებს სათავეს.
კირჩხიბი: კარგი დღეა სწავლისთვის, ფიქრისა და დიდი გეგმების დაწყობისთვის. ხართ ყურადღებიანი, მხედველობიდან არაფერი გეპარებათ. წარმატებები ელოდება მათ, ვინც რამე ახალს დაიწყებს და ამავე დროს, მხარდაჭერასა და დახმარებას სხვებისგან არ ელოდება. კარგი დღეა პირადი ურთიერთობებისთვის. კარგად გესმით როგორც ძველი, ისე ახალი ნაცნობების და მათ საიდუმლოს პატივისცემით ეპყრობით.
თუ ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ: რჩევები პარტნიორებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: მიუხედავად ზოგიერთი სირთულისა, კარგ განწყობას მაინც შეინარჩუნებთ. ოპტიმიზმი დაგეხმარებათ, რომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ. დაგეხმარებიან ირგვლივ მყოფი ადამიანები. თანამშრომლობა, ერთობლივი მუშაობა შეიძლება მეგობრობის ან რომანტიკული ურთიერთობების დასაწყისი გახდეს. დღე ხელსაყრელია ფინანსური თვალსაზრისით, შეგიძლიათ დადოთ გარიგებები.
ქალწული: დღე შესანიშნავად იწყება. მისი პირველი ნახევარი კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების, სერიოზული საკითხების გადაწყვეტისთვის. ამაში საკუთარი გამოცდილება და ჯანსაღი აზრი დაგეხმარებათ. არ არის გამორიცხული თანხის მიღება. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. გექნებათ დასვენების, რუტინული სამუშაოსგან თავის დაღწევის შანსი.
სასწორი: შფოთვის სერიოზული მიზეზები არ გაქვთ – შესაძლებელია სირთულეების დაძლევა, პრობლემების გადაწყვეტა და რაც მთავარია, თქვენი განწყობაც შესაშურია. თქვენი შრომის შედეგები ხანდახან მყისიერად არ დგება, მაგრამ იცით, რომ ცოტა ხანი მოცდაა საჭირო, ამიტომ ოპტიმიზმს არ კარგავთ. შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია რომანტიკული გატაცება, სიყვარულის ისტორიის დაწყება.
რა გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე
მორიელი: შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. სავარაუდოდ, არ გაჩნდება ისეთი ამოცანები, რომელთა გადაწყვეტას ვერ შეძლებთ. ხართ ყურადღებიანი და მხედველობიდან არც ერთი დეტალი არ გეპარებათ. მიუხედავად მოსალოდნელზე მეტი საქმისა, დრო მაინც დაგრჩებათ დასვენებისა და ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ გარემოს შეცვლა, ახალი ადგილების მონახულება.
მშვილდოსანი: რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, არ აჰყვებით პროვოკაციებს, მიიღებთ გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებს. სწორედ ამის წყალობით თავიდან აიცილებთ შეცდომებს. მოსალოდნელია წარმატებული საქმიანი მოლაპარაკებების გამართვა. არაა გამორიცხული, რომ დღეს გაიცნოთ ადამიანები, რომლებთანაც მალე იმუშავებთ. კარგი დღეა საოჯახო ღონისძიებებისთვის.
თხის რქა: დაისვენეთ. არახელსაყრელი დღეა რთული და მნიშვნელოვანი საქმეებისა და გადაწყვეტილებებისთვის. ბევრს არ შეუძლია სიტუაციის სწორად შეფასება და სასურველს რეალობად აღიქვამს. მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს. შეიძლება ხანმოკლე მგზავრობის დაგეგმვა. ის, დიდი ალბათობით, უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ. არაა გამორიცხული დაუგეგმავი ხარჯები, ამიტომ იფრთხილეთ.
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები
მერწყული: არ იჩქაროთ. ნამდვილად არაა საუკეთესო დღე მტკიცე მოქმედებებისა და კარდინალური ცვლილებებისთვის. სჯობს, წინასწარ შედგენილ გეგმას მისდიოთ. სამუშაოსთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მოთმინებითა და მშვიდად იმსჯელეთ, თუნდაც თქვენს წყობილებიდან გამოყვანას ცდილობდნენ. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის, გართობისთვის ახლობლებთან ერთად, გარემოს შეცვლისთვის.
თევზები: ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და გწამთ, რომ ახალი წამოწყებები წარმატებული იქნება. ეს კარგი დამოკიდებულებაა, თუმცა სირთულეებიც შეიძლება შეგხვდეთ, თუ საკუთარ ძალებს გადაჭარბებით შეაფასებთ და ძალიან რთულ საქმეს შეეჭიდებით. არ გაწყენთ რჩევის კითხვა გამოცდილი და საიმედო ადამიანისთვის. არასახარბიელო დღეა მგზავრობისთვის, თუმცა სერიოზული პრობლემები არ გელოდებათ.