COVID-19 - ბოლო ცნობები

მთავრობა კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეძლებს შეზღუდვების დაწესებას კორონავირუსის გამო

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში, რომელთა თანახმად, მთავრობა ერთპიროვნულად შეძლებს კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესებას 2023 წლის 1 იანვრამდე.
ცვლილებები მესამე მოსმენით ოთხის წინააღმდეგ 77-მა დეპუტატმა დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომელთა აზრით, მთავრობის მიერ მიღებული ზომები არაეფექტურია, რაზეც კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების დიდი რაოდენობა მეტყველებს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ღამის კლუბები ჯერ ისევ არ იხსნება
საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მთავრობას პანდემიის დროს შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევს, 2020 წლის 22 მაისს მიიღეს იმის გამო, რომ 15 ივლისს იწურებოდა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაწესების თავიდან ასაცილებლად „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების მოქმედების ვადა ორჯერ გაგრძელდა.
ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის შესახებ“, რომელიც დღემდე არეგულირებს ყველა საკითხს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლას უკავშირდება, მათ შორის, კოვიდ-პასპორტების შემოღებასა და ქვეყანაში შემოსვლის წესებს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქმე შეიძლება ვაქცინის მეოთხე დოზამდე მივიდეს – გამყრელიძე
ამჟამად საქართველოში შემდეგი შეზღუდვები მოქმედებს:
პირბადეების გამოყენება სავალდებულოა როგორც დახურულ სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსიში, ისე ქუჩაში;
უცხოელებს საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ ვაქცინაციის შესახებ ცნობის ან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში;
სკოლაში ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში, კლასი ან მთელი სკოლა გადადის ონლაინ-სწავლების რეჟიმზე;
საგანმანათლებლო დაწესებულებების, საპატიმროების, სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, ექიმები პერიოდულად იკეთებენ ტესტს კორონავირუსზე;
რესტორნებში, მუზეუმებში, თეატრებში, კინოთეატრებსა და საბავშვო ცენტრებში, სპა-სალონებში, ფიტნეს-დარბაზებსა და აუზებზე 18 წლიდან სავალდებულოა კოვიდ-პასპორტების წარდგენა;
აკრძალულია საბავშვო ბანაკების მოწყობა;
აკრძალულია ღამის კლუბების მუშაობა;
აკრძალულია სოციალური ღონისძიებები, რომლებშიც 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს;
საზოგადოებრივ ადგილებში შესვლისას მოქალაქეებს ტემპერატურას უზომავენ.