შოიგუ: შეერთებულმა შტატებმა ევროპაში დამრტყმელი სისტემებით „მრავალშრიანი“ ბრიგადა შექმნა

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარების გადასროლის საკითხებს, აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. შეერთებულმა შტატებმა ევროპაში „მრავალშრიანი“ ბრიგადა ჩამოაყალიბა, რომლის შეიარაღებაც სარაკეტო იარაღის სხვადასხვა სისტემებით იგეგმება, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემაჯამებელ კოლეგიაზე. ამის შესახებ РИА Новости წერს.
„აშშ-ის საჯარისო დაჯგუფებაში გერმანიის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებათა თეატრის საცეცხლე განადგურების სარდლობა ხელახლა შეიქმნა. 1991 წლამდე ის პასუხისმგებელი იყო საშუალო რადიუსის რაკეტების გამოყენებაზე. შეიქმნა „მრავალშრიანი“ ბრიგადა, რომლის შეიარაღებაც სარაკეტო იარაღის სხვადასხვა სისტემებით იგეგმება“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
რუსეთი-ნატოს საბჭოს აღდგენა არ იგეგმება: რუსეთის საგარეო უწყების კომენტარი
შოიგუს თქმით, პოლონეთში იქმნება ინფრასტრუქტურა აშშ-ის ჯავშანტექნიკის განსათავსებლად, დასასრულს უახლოვდება Aegis Ashore-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნა. რუმინეთში სარაკეტო თავდაცვის მსგავს ობიექტზე უკვე საბრძოლო საგუშაგო მოქმედებს. გრძელდება გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ამერიკული სისტემის წყნარი ოკეანის სეგმენტის განლაგება.
„ჩრდილოეთ ატლანტიკასა და არქტიკაში (ნორფოლკში) ოპერაციების ჩასატარებლად და ოკეანეში განლაგებული კომუნიკაციების გასაკონტროლებლად შეიქმნა ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ერთობლივი სარდლობა“, – დასძინა მან.
შოიგუმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და ნატო ზრდიან წვრთნების მასშტაბებს რუსეთის მახლობლად, იყენებენ სტრატეგიულ ავიაციას და ახორციელებენ ბირთვული რაკეტების იმიტირებულ გაშვებას. რუსეთის საზღვრებთან მათი ფრენების რაოდენობა ორჯერ და მეტად გაიზარდა, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.