2021 წლის საუკეთესო ფილმების სიაში ამერიკულმა გამოცემამ ორი ქართული ფილმი შეიყვანა

Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. კინოს შესახებ ამერიკული გამოცემა Film Comment-ის ვერსიით, 2021 წლის საუკეთესო ფილმების სიაში ორი ქართული ფილმი შევიდა.
ესაა ალექსანდრე კობერიძის დრამატული ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" და სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“. რეიტინგის შედგენაში მონაწილეობდა ასამდე კინომცოდნე, ჟურნალისტი და კინემატოგრაფისტი.
ქართულმა ფილმმა ჩიკაგოში ჯილდო მიიღო
ქართულმა ფილმმა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" რეიტინგში მერვე პოზიცია დაიკავა. რაც შეეხება სალომე ჯაშის „მოთვინიერებას“, მან მეშვიდე ადგილი დაიკავა. რეიტინგში ასევე შევიდა ლეოს კარაქსის „ანეტი“, ჯეინ კემპიონის „ძაღლის ძალაუფლება“, პოლ ვერჰოვენის „ცდუნება“, პოლ შრედერის „ბანქოს მთვლელი“ და ა.შ.
Film Comment-ი კინოს შესახებ ამერიკული ჟურნალია, რომელიც 1962 წლიდან გამოდის. ჟურნალში სტატიებს ბეჭდავდნენ არა მარტო ცნობილი კინომცოდნეები, არამედ საავტორო კინოს ოსტატები – ინგმარ ბერგმანი, ვუდი ალენი, მარტინ სკორსეზე, სტივენ სპილბერგი, კვენტინ ტარანტინო.