თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.
დიპლომატი ორი ქვეყნის სახელმწიფო დროშის ფონზე ცეკვავს „საბავშვო ევროვიზია - 2021“-ის ქართველი კონკურსანტის, ნიკო ქაჯაიას სიმღერაზე, რომელიც დღეს საღამოს წარდგება „ევროვიზიის“ ფინალში პარიზში, მუსიკალური კომპლექსის La Seine Musicale სცენაზე.
რან გიდორი ყველას მოუწოდებს ხმა მისცენ ნიკო ქაჯაიას და მის სიმღერას Let's Count The Smiles („მოდი დავითვალოთ ღიმილები“).
თავის მხრივ, მომხმარებლები მადლობას უხდიან ისრაელის დიპლომატს მხარდაჭერისთვის, პოსტის ქვეშ ასობით „გულს“ უტოვებენ და თბილ სიტყვებს არ იშურებენ - „უელჩესი“, „მადლობა, რან“, „ზეელჩი ხართ“, „მადლობა მხარდაჭერისთვის“, „ძალიან საყვარელი ხართ“ და
„საბავშვო ევროვიზიის“ ფინალი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, ნიკო ქაჯაია მეორე ნომრად წარდგება.
ხმის მიცემის პროცესი დაიწყო 17 დეკემბერს და დასრულდება 19 დეკემბერს, ფინალის პირდაპირი ეთერის დაწყებამდე და შემდეგ კვლავ განახლდება 15 წუთის შემდეგ, როდესაც ყველა მონაწილე თავისი სიმღერების შესრულებას დაასრულებს. ერთ ადამიანს შეუძლია მისცეს ხმა სამი ქვეყნის წარმომადგენელს.
მაყურებლების კენჭისყრა განსაზღვრავს შეფასებების შედეგის ნახევარს, ხოლო მეორეზე პასუხისმგებელია ჟიური. ტრადიციულად, „პირველი არხი“ საფრანგეთიდან პირდაპირ ტრანსლაციას წაიყვანს.