პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა, თუმცა დეპუტატები მუშაობას იანვრამდე გააგრძელებენ.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს სახელმწიფო ჰიმნით იხურება.
თუმცა, ვიცე–სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, უახლოეს პერიოდში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს.
სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებენ: ფინანსთა მინისტრის განმარტება
მისი თქმით, რიგგარეშე სესია მომავალ კვირას გაიხსნება და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
რიგგარეშე სესიის მოწვევის მიზეზი ქვეყნისთვის რიგი მნიშვნელოვანი კანონპროექტების მიღების აუცილებლობაა.
რიგგარეშე სესიის დასრულების შემდეგ დეპუტატებს თებერვლამდე „არდადეგები“ ექნებათ.