თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. არსებობს კორონავირუსის ერთდროულად ორი შტამით — „დელტათი“ და „ომიკრონით“ ინფიცირების შესაძლებლობა, რამაც შეიძლება ახალი სუპერვარიანტი წარმოქმნას, განაცხადა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პოლ ბერტონმა.
მისი თქმით, COVID-ის ინფექციები ჩვეულებრივ მხოლოდ ერთ მუტანტ შტამს მოიცავს, თუმცა უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ერთდროულად ორიც შტამიც მოხვდეს ორგანიზმში.
„იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთსა და იმავე უჯრედს დააინფიცირებენ, მათ შეუძლიათ შეცვალონ დნმ და გაერთიანდნენ ვირუსის ახალი ვერსიის შესაქმნელად“, — განაცხადა ბარტონმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ასეთი მოვლენა, რომლებსაც მეცნიერები „რეკომბინაციის მოვლენებს“ უწოდებენ, შესაძლებელია, თუმცა ამას ძალიან სპეციფიკური პირობები ესაჭიროება და მოითხოვს ძირითადად უკონტროლო მოვლენების დამთხვევას.
ბარტონის თქმით, კორონავირუსის ორი შტამით ინფიცირების რისკის ზონაში დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები არიან.
სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ „ომიკრონი“ „დელტაზე“ ნაკლებად საშიში შტამი არ არის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისათვის „ომიკრონი“, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბოტსვანაში აღმოაჩინეს ნოემბრის შუა რიცხვებში, უკვე მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. დღეისათვის ახალი შტამით გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევაა ცნობილი, თუმცა ჯანმოში არ გამორიცხავენ, რომ „ომიკრონის“ გამო ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზარდოს.
როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა ამ დღეებში განაცხადა, კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ ისეთი ფენომენალური სისწრაფით ვრცელდება, როგორსაც სპეციალისტები მანამდე არ შეჯახებიან.