თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ოთხშაბათს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს დაამტკიცებენ.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს ფინანსთა მინისტრი, რომელიც მთავარი საფინანსო დოკუმენტის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრებს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხის გარდა, დეპუტატები ასევე მოისმენენ ინფორმაციას ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ (2022-2025 წლები), მათ უნდა დაამტკიცონ დადგენილება საქართველოს თავდაცვის ძალების რიცხოვნობის შესახებ, იმსჯელონ დაჩქარებული წესით განსახილველ სხვა კანონპროექტებზე.
სახელმწიფო ბიუჯეტის მისაღებად სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტის მიღება მმართველ პარტია" ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ოპოზიციის გარეშე შეუძლია, რომელსაც პარლამენტში 80 დეპუტატზე მეტი ჰყავს.
2022 წლის ბიუჯეტის სიახლეებს შორისაა პენსიების, ჩინოვნიკებისა და პედაგოგების ხელფასების გაზრდა. ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებად რჩება ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლება.