თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, მთაწმინდის პარკში უქმეებზე, 18 და 19 დეკემბერს ხელნაკეთი ნივთების საახალწლო ბაზრობა გაიმართება.
ორგანიზატორები მსურველებს ეპატიჟებიან გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ღია სივრცეში, სუფთა ჰაერზე გაიმართება. კასრებში იქნება დანთებული ცეცხლი, სადაც ყველა სტუმარს შეუძლია გათბეს.
„ყველაზე საახალწლო გარემოში უამრავ საინტერესო ნივთს აღმოაჩენთ. გამოფენაში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ თემატური, საახალწლო პროდუქცია“, – ნათქვამია ღონისძიების Facebook-ანონსში.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს DJ. ბაზრობაში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრების ფოტოები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე info@park.ge.