მსოფლიო დღეს

როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია? JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა ვადები დაასახელეს

ანალიტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს კოროვირუსული პანდემიის დასასრული და გლობალური ეკონომიკის აღდგენა
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. კოროვირუსის პანდემიის დასასრული და მსოფლიო ეკონომიკის საყოველთაო აღდგენა 2022 წელს მოხდება, ამბობენ JPMorgan Chase Global Research-ის ანალიტიკოსები, წერს Axios.
ექსპერტების თვალსაზრისით, ახალი ვაქცინებისა და მედიკამენტების შემუშავება გამოიწვევს „ციკლურ აღდგენასა და გლობალური მობილობის დაბრუნებას“, ასევე მომხმარებლებში დაგროვილი მოთხოვნის გამოთავისუფლებას.
„ეს პროგნოზი განპირობებულია მოსახლეობაში კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევით, ისევე ადამიანური გამომგონებლობით“, - აღნიშნა მარკო კოლანოვიჩმა, ბანკის წამყვანმა ანალიტიკოსმა.
მსოფლიო დღეს
ბილ გეიტსმა იცის, როდის დასრულდება პანდემია: ვრცელდება ვიდეომიმართვა
თუმცა არსებობს პოტენციური რისკები, განსაკუთრებით ინვესტორებისთვის. მათ შორისაა ევროპასა და აზიაში გაზრდილი გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ენერგეტიკული კრიზისი, ინფლაციის დონესთან და მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა.
საინტერესოა, რომ ადრე ცნობილმა ამერიკელმა ქველმოქმედმა, მეწარმემ, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა ასევე იწინასწარმეტყველა დამდეგ 2022 წელს COVID-19-ის პანდემიის მწვავე ფაზის დასრულება.
ჯანმოს სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში 266 მილიონზე მეტი ინფიცირებული ადამიანია რეგისტრირებული, მათგან 5,2 მილიონი გარდაიცვალა. ყველაზე რთული ვითარება დაფიქსირდა აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში.