თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. ცნობილმა ქართველმა მომღერალმა, მსახიობმა და პარლამენტის დეპუტატმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ გორის ჰოსპიტალში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ის რეაბილიტაციის კურსს გადის.
„მიხეილ სააკაშვილი არ არის კარგად, ამას კითხვაც არ უნდა, თვალებზე ეტყობა... ჩაი დამალევინა და თავიდან ბოლომდე მომიყვა ყველაფერი. გატეხილი არ არის, ესაა მთავარი“, - აღნიშნა კიკაბიძემ.
არტისტის თქმით, მან უამბო ექს-პრეზიდენტს თავის შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მკურნალობის დასრულების შემდეგ სააკაშვილს რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც დაკავების შემდეგ, 1 ოქტომბერს მოათავსეს. მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ხოლო კიდევ სამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ.