მსოფლიო დღეს

ვიქტორია ნულანდი: პუტინს ისტორიაში შესვლა საბჭოთა კავშირის აღდგენით სურს

Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი − Sputnik. აშშ-ში შიშობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ისტორიაში შესვლა საბჭოთა კავშირის აღდგენით სურს, წერს სააგენტო РИА Новости აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის განცხადებაზე დაყრდნობით.

„არსებობს შიში იმისა, რომ თავისი მემკვიდრეობის პროექტის სახით ის საბჭოთა კავშირის ხელახლა შექმნას ცდილობს. და მერე, ვინ იცის, დაკმაყოფილდება მისი მადა თუ უფრო შორს წასვლას გადაწყვეტს?“ − განაცხადა მან სენატში გამართულ მოსმენაზე.

ნულანდმა გააფრთხილა რუსეთი იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომლებიც მას უკრაინის მიმართ შეიძლება ჰქონდეს, და აღნიშნა, რომ 2014 წელთან შედარებით მოდერნიზებულ უკრაინულ არმიასთან დაპირისპირება რუსეთს ბევრი სისხლი დაუჯდება.
„რუსეთი ბევრად დიდია, მისი არმია ბევრად მრავალრიცხოვანია, მაგრამ უკრაინა ახლა უკეთაა მომზადებული [ვიდრე 2014 წელს]. გარდა ამისა, ბევრმა უკრაინელმა გაიარა არმია და სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა“, − აღნიშნა ნულანდმა.
ახლა უკრაინელების დაახლოებით 12% განიცდის რუსეთის მიმართ მეგობრულ გრძნობებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია, სარკასტულად მიუთითა მან.
მსოფლიო დღეს
სტოლტენბერგი: ნატო უკრაინის დახმარებას განაგრძობს
კიევი და დასავლეთის ქვეყნები ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად შფოთავენ უკრაინის საზღვართან „რუსეთის აგრესიული ქმედებების გააქტიურების“ გამო. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, მოსკოვი თავის ტერიტორიაზე და საკუთარი შეხედულებისამებრ ახორციელებს ჯარების გადაადგილებას, ეს არავის უქმნის საფრთხეს და არც არავის არ უნდა აღელვებდეს.