გორში დაკარგული 12 წლის მოზარდი იპოვეს

დაკარგულ მოზარდს სამართალდამცველები 11 საათის განმავლობაში ეძებდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა გორში დაკარგული 12 წლის მოზარდი გოგონა იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციამ გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანის ადგილსამყოფელს ბათუმში მიაკვლია. მოზარდი ოჯახში უვნებლად დააბრუნეს. ის თავს კარგად გრძნობს.
გორში სკოლის მოსწავლე გაუჩინარდა: მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები
არასრულწლოვანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
12 წლის მოზარდი გოგონა დღეს დილით გაუჩინარდა. ის ძმამ სკოლასთან მიაცილა, თუმცა არასრულწლოვანი შენობაში არ შესულა. ძებნა ოჯახის წევრებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სახლში არ დაბრუნდა.