თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

ექვსი დამტკიცებული კანდიდატი რაიონის მოქმედი გამგებელია, ოთხმა კი ეს თანამდებობა პირველად დაიკავა.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა დედაქალაქის მთავრობის წევრობის კანდიდატებს, რომლებიც მერმა კახა კალაძემ წარადგინა.
საკრებულოში სხდომა 16:00 საათზე დაიწყო და ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დეპუტატების წინაშე სიტყვით თბილისის მერი კახა კალაძე გამოვიდა და კანდიდატები წარადგინა.
რა შეღავათით ისარგებლებენ თბილისში 60 წელს ზემოთ მოქალაქეები: კალაძის განმარტება
თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა კვლავ ირაკლი ხმალაძემ დაიკავა. მერის მოადგილეები არიან კვლავ ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია.
საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები:
მერიის ადმინისტრაცია - ვლადიმერ ჭიღლაძე;
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური - გიორგი აბუთიძე;
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური - ვახტანგ ლომჯარია;
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური - გიგა გიგაშვილი;
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური - ირაკლი გვილავა;
იურიდიული საქალაქო სამსახური - სერგო ბირკაძე;
ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური - გელა ჩივიაშვილი;
შესყიდვების საქალაქო სამსახური - გიორგი პაპავა;
საფინანსო საქალაქო სამსახური - გაიოზ თალაკვაძე;
უსაფრთხოების საქალაქო სამსახური - ნიკოლოზ ჭონქაძე;
მუნიციპალური ინსპექცია - კახა გულედანი.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობას არ საჭიროებდა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელიც ვიქტორ წილოსანმა დაიკავა. თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს, ხოლო ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი თავართქილაძე გახდა. არქიტექტურის სამსახურს თეიმურაზ ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს.
რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები:
ექვსი დამტკიცებული კანდიდატი რაიონის მოქმედი გამგებელია, ოთხმა კი ეს თანამდებობა პირველად დაიკავა.
პოსტები ასე ნაწილდება: საბურთალოს კვლავ გაიოზ ვასაძე უხელმძღვანელებს, მთაწმინდა - დავით კირკიტაძე, კრწანისი - ბექა მიქაუტაძე, ვაკე - დავით კვინიკაძე, გლდანი - ლევან ნაროშვილი, სამგორი - კახა სამხარაძე.
წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი დავით უთმელიძე ჩუღურეთის რაიონის გამგებელი გახდა. დიდუბის ადმინისტრაციას საკრებულოს კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე ჩაუდგა სათავეში.
ისნის რაიონს უხელმძღვანელებს ნიკოლოზ ელისაშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ისნის გამგეობაში მუშაობს. ნაძალადევში კი გამგებელი გახდა ნაძალადევის რაიონის გამგებლის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ანდღულაძე.
კახა კალაძემ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და მერის სავარძელი მეორე ვადით დაიკავა.