თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა - ვლადიმირ პუტინმა და ჯო ბაიდენმა დაცული ვიდეოკავშირის მეშვეობით მოლაპარაკებები გამართეს, საუბარი ორ საათს გაგრძელდა.
ჟურნალისტებისთვის ნაჩვენები იყო ონლაინ-ფორმატის შეხვედრის მხოლოდ პირველი კადრები, სადაც სახელმწიფოს მეთაურები ერთმანეთს მიესალმნენ და რამდენიმე რეპლიკა გაცვალეს. შემდგომში შეხვედრა „ტეტ-ა-ტეტ“ ფორმატში წარიმართა.
„პრეზიდენტებმა თავიანთ გუნდებს მოლაპარაკებების გაგრძელაბა დაავალეს და შეერთებული შტატები ამას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით გააკეთებს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ პუტინმა და ბაიდენმა განიხილეს დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის, კიბერდანაშაულების შესახებ, ასევე ერთობლივი მუშაობა რეგიონალურ საკითხებზე, მათ შორის ირანზე.
ეს ორი ქვეყნის ლიდერების მეორე შეხვედრაა. პირველი მოლაპარაკებები პირისპირ ფორმატში მიმდინარე წლის ივნისში ჟენევაში გაიმართა.