COVID-19 - ბოლო ცნობები

სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს

როგორც უწყებაში განაცხადეს, დღევანდელი მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და 369 ცალკეული კლასი იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. გასული ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი შემცირდა, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც უწყებაში განაცხადეს, დღევანდელი მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და 369 ცალკეული კლასი იმყოფება.
სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71%.
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,3%-ს დაუდასტურდა.
სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე რისკის ჯგუფის 115 მასწავლებელი იმყოფება.
COVID-19 - ბოლო ცნობები
„საქსტატის“ კვლევა: დადგინდა გვერდითი ეფექტები, რომლებსაც მოსახლეობა აცრის შემდეგ უჩიოდა
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
განათლების სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციური სწავლებით დაიწყო, საკლასო ოთახებს მოსწავლეები 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდნენ.