ცოტა ხნის წინ „ბიბისის“ ეთერში გავიდა გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი, პრინცი უილიამისა და ჰარის დაპირისპირებაზე. ფილმში მონაწილეობა მიიღო მეგან მარკლის ადვოკატმაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეგანი ძმებს შორის არსებულ უთანხმოებაში არ ერევა და ის ამ სიტუაციაში მხოლოდ მსხვერპლია.
ფილმში ცალსახად საუბარი იყო პრინც უილიამის რასისტულ განწყობებზე, რამაც ის ძალიან უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინა. ამ ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, „ბუკინგემის“ სასახლემ ოფიციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ოჯახი იმედგაცრუებულია არხის პოლიტიკით. შესაბამისად ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყოველწლიური საშობაო ლიტურგია არა „ბიბისის“ , არამედ „აითივის“ ეთერში გავა.
ახალ კონტრაქტს ხელი ქეით მიდლტონმა მოაწერა და ის ბუკინგემის პრესსამსახურმა გაავრცელა. ეს უდიდესი დანაკარგია „ბიბისითვის“, რადგან დედოფლისა და ზოგადად, სამეფო ოჯახის მონაწილეობით გასული ექსკლუზიური მასალა არხისთვის ყველაზე შემოსავლიანი კონტენტია.