COVID-19 - ბოლო ცნობები

ამოქმედდება თუ არა „მწვანე პასპორტი“ საზოგადოებრივ ტრანსპორტში: ტიკარაძის განმარტება

საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა, რომელიც უვადო იქნება, თუმცა, ტიკარაძის განცხადებით, შესაძლოა ეს საკითხი კვლავ განხილვის საგანი გახდეს.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში შესაძლოა კოვიდგადატანილებისთვის „მწვანე პასპორტის“ მოქმედების ვადა გადაიხედოს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში.
მინისტრი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების გამო მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება „მწვანე პასპორტს“ და ასევე, რეგულაციების აღსრულების სხვა მექანიზმებს.
ტიკარაძის თქმით, სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე მოხდება „მწვანე პასპორტის“ გადახედვა და მას იმედი აქვს, რომ კოვიდგადატანილებისთვის „მწვანე პასპორტის“ მოქმედების ვადა შეიცვლება, რადგან, მისი თქმით, უვადო „კოვიდ-პასპორტი“ რისკებს შეიცავს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
„ტოქსიკური ნაზავი“: გებრეიესუსმა COVID-19-ის ახალი ვარიანტების გაჩენის მიზეზი დაასახელა
მაგრამ, მოსალოდნელი გამკაცრების მიუხედავად საზოგადოებრივ ტრანსპორტში „მწვანე პასპორტის“ გამოყენება ჯერჯერობით არ იგეგმება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რადგან, მინისტრის თქმით, „ტრანსპორტი შეიცავს გარკვეულ რისკებს“.
მინისტრის თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები „მწვანე პასპორტის“ აღსრულებასა და კონტროლთან დაკავშირებით. კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა რეკომენდაციები გაიცემა ტრანსპორტთან დაკავშირებით, განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე საქართველოში კოვიდ-გადატანილ უცხოელებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადო იქნება. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
უახლესი ინფორმაცია „ომიკრონზე": რა უნდა იცოდეთ კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ
კოვიდ-პასპორტი არის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ სრულ ინფორმაციას.
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ.