COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია შეიძლება გადაიხედოს

კოვიდ-პასპორტი არის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ სრულ ინფორმაციას.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი კოვიდ-გადატანილ პირებთან მიმართებით უვადო „მწვანე პასპორტის“ გაცემის იდეის გადახედვას მოითხოვს, განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე საქართველოში კოვიდ-გადატანილ უცხოელებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადო იქნება. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.

„იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა და მისი მოქმედების ვადა შემცირდეს 6 თვემდე. ჩვენ ვთვლით, რომ 6-თვიანი პერიოდი ამ საკითხში არის ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს“, – განაცხადა ჩხაიძემ ბრიფინგზე.

კოვიდ-პასპორტი არის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ სრულ ინფორმაციას.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვინ და რამდენით დაჯარიმდება კოვიდ-პასპორტის არქონის შემთხვევაში
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ.