საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი იზრდება

ქართული პროდუქციის ექსპორტი ძირითადად სომხეთში, რუსეთსა და უკრაინაში განხორციელდა.
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. 1 სექტემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 10,1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოდან მანდარინის ექსპორტი იზრდება
მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის დიდი ნაწილის ექსპორტი სომხეთში (4.165 ტონა), რუსეთში (3.501 ტონა), უკრაინაში (2.230 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა) და მოლდოვაში (39 ტონა) განხორციელდა.
აღნიშნული ქვეყნების გარდა, ქართული პროდუქცია გაიტანეს ბელარუსსა და უნგრეთში.