საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ერთი მესამედით გაიზარდა

2021 წლის დასაწყისიდან თურქეთში ექსპორტირებულია 29 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობი და 1,7 ათასი ტონა ტრიკოტაჟი
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 2021 წლის დასაწყისიდან შეადგინა დაახლოებით 1,7 მილიარდი აშშ დოლარი, რაც არის საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,8%, იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გასული წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 30,3%-ით გაიზარდა.
2021 წლის დასაწყისიდან თურქეთში გატანილია 29 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობი, 1,7 ათასი ტონა ტრიკოტაჟი, დაახლოებით 60,4 ათასი ტონა შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი, 37,7 ათასი ტონა ნახშირბადიანი ფოლადისაგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები და 1 ათას ტონაზე მეტი მამაკაცის კოსტუმები და კომპლექტები (ტრიკოტაჟი და ნაქსოვი პროდუქცია).
მსოფლიო დღეს
ერდოღანი დარდანელის სრუტეზე ხიდის ბოლო ნაწილის მონტაჟის დაწყების ცერემონიას დაესწრო
ამ პერიოდის განმავლობაში თურქეთიდან შემოვიდა დაახლოებით 39,6 ათასი ტონა მილები და შავი ლითონის ღრუ პროფილები, 362,6 ტონა მედიკამენტები, 16,7 ათას ტონაზე მეტი რკინის კონსტრუქციები და ასე შემდეგ.
2020 წელს საქართველოსა თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, 2019 წელთან შედარებით, 12,2%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა. მიუხედავად ამისა, 2020 წელს თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პარტნიორი იყო.