დღეს 2021 წლის 25 ნოემბერია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
შესანიშნავი დღეა. იხსნება უამრავი შესაძლებლობა მათთვის, ვინც მზადაა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას აიღებს, გამოიჩენს ინიციატივას და სწრაფად დაიწყებს მოქმედებას. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის – როგორც საქმიანი, ისე პირადი შეხვედრებისთვის.
ვერძი: ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის. შესანიშნავად გაუმკლავდებით მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, რთულ კითხვებზე იპოვით პასუხებს. მცირე გამარჯვებაც კი განწყობას აგიმაღლებთ. მნიშვნელოვანია, რომ არ დაივიწყოთ დასვენება. გადაღლა თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე იმოქმედებს. ამიტომ საღამოს არაფერი რთული საქმე არ დაგეგმოთ. გადაერთეთ საქმეებიდან და ეცადეთ დაისვენოთ.
კურო: სიჩქარე საჭირო არ არის.. დღის პირველ ნახევარში სერიოზულ ამოცანებს მიხედეთ. ამასთან, შეიძლება რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთებაც მოგიწიოთ, მაგრამ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარში კი შეიძლება სახლში გაჩნდეს საზრუნავი, ახლობლებს თქვენი თანადგომა დასჭირდეს. ყველაფერს გააკეთებთ რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ახლობლის დასახმარებლად.
ტყუპი: დღის დასაწყისში იღბლიანი თანხვედრების წყალობით შეძლებთ რთულ საქმესთან გამკლავებას, რომელსაც ბოლო დროს დიდი ძალისხმევა მოანდომეთ. შესაძლებელია საინტერესო წინადადების მიღება სამუშაოსთან დაკავშირებით, მაგრამ სანამ დათანხმდებით, აჯობებს, თუ მეტ ინფორმაციას მოიძიებთ. დღის მეორე ნახევარი მომავალზე ფიქრს დაუთმეთ. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები, ნაცნობობა.
კირჩხიბი: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. შეძლებთ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის მოპოვებას. გადაწყდება ფინანსური საკითხები, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ. ზოგიერთი თქვეგანი შემოსავლის ახალ წყაროს იპოვის. შეძლებთ კონფლიქტებისა და კამათის თავიდან აცილებას და საერთო ენის გამონახვას მათთან, ვისთანაც აქამდე დაძაბული ურთიერთობები გქონდათ.
ლომი: შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა, რომელიც მიესადაგება როგორც ძველი საქმეების დამთავრებას, ისე ახლის დაწყებას. ენთუზიაზმით ეკიდებით რთული ამოცანების გადაწყვეტას და არ უშინდებით სირთულეებს, უკან არ იხევთ. ჰარმონიულად ვითარდება პირადი ურთიერთობები. ახლობლებთან კავშირში ინტუიცია გეხმარებათ – ხვდებით, რა უდევთ მათ გულში, რას სწყინდ და რა ახარებთ.
ქალწული: ბრწყინვალედ უმკლავდებით რთულ ამოცანებს. შეგიძლიათ წარმატების მიღწევა იქ, სადაც სხვებმა მარცხი განიცადეს. გაგიჩნდებათ ორიგინალური იდეები, რომელთა წარმატებით განხორციელება დაუყოვნებლივ არის შესაძლებელი. ადვილად ამყარებთ კონტაქტს უცხო ადამიანებთან. სხვადასხვა მოვლენის გამო შესაძლოა სულ სხვა თვალით შეხედოთ მოვლენას, რომელიც აქამდე გაშფოთებდათ. დღის მეორე ნახევარში რომანტიკული სიურპრიზი გელოდებათ.
სასწორი: არ იჩქაროთ. ხელსაყრელი დღეა და ძალიან წარმატებულად დამთავრდება, თუ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად არ მიიღებთ და ყველა საქმესთან რაც შეიძლება სწრაფად გამკლავებას არ მოინდომებთ. ახლა საჭიროა წვრილმანებისთვის ყურადღების მიქცევა, თითოეული დეტალის შესწავლა და შეფასება. ახლობლებთან შეიძლება საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდეთ, მაგრამ იუმორის გრძნობა გიშველით.
მორიელი: ფრთხილად იმოქმედეთ. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, დიდი ალბათობით, არასწორი აღმოჩნდება, განერვიულების დროს ნათქვამი სიტყვა კი სანანებელი გახდება. ნუ იქნებით გულღია ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. კარგი დღეა იმისთვის, რომ ჩვეული, კარგად ნაცნობი საქმეები გააკეთოთ. ისინი მოსაწყენი არ მოგეჩვენებათ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა შოპინგისთვის.
მშვილდოსანი: დღის დასაწყისში შთამაგონებელი იდეები გეწვევათ, ან კარგ სიახლეებს გაიგებთ. იდეების რეალიზებას დიდი ენთუზიაზმით შეუდგებით. მეგობრებმა შეიძლება რაღაც საინტერესო და უჩვეულო შემოგთავაზონ, რომელსაც, დიდი ალბათობით, დათანხმდებით და არც ინანებთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი იქნება მათთვის, ვინც რაღაც ახალზე ფიქრობდა. იქნება სასიამოვნო სიურპრიზებიც.
თხის რქა: იღბლიანი და ნაყოფიერი დღეა. სწრაფად გადაწყვეტთ პრობლემებს, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ. ახლა კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად – სწრაფად გაერკვევით, როგორ უნდა იმოქმედოთ იმისთვის, რომ საჭირო შედეგი მიიღოთ. ჰარმონიულად განვითარდება როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობები. კარგი დღეა ისეთი საქმეებისთვის, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულება, ფანტაზიაა საჭირო.
მერწყული: შესანიშნავი დღეა საქმიანი მოლაპარაკე3ბებისთვის. ადვილად დაარწმუნებთ ყველას საკუთარ სიმართლეში, შეგიძლიათ მეტოქეები მოკავშირეებად აქციოთ, თუ ამას მოისურვებთ. შესაძლებელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგებების გაფორმება. პოზიტიური ტენდენციების გავლენა ჭარბობს პირად ურთიერთობებში. კარგად ჩაივლის რომანტიკული პაემანი. შეძლებთ საყვარელი ადამიანის გაოცებას სასიამოვნო სიურპრიზით.
თევზები: არცთუ მარტივი, მაგრამ საკმაოდ წარმატებული დღეა. მიესადაგება საპასუხისმგებლო საქმეების გაკათებას. მათ შესანიშნავად გაუმკლავდებით. ბევრი თქვენი იდეა მხარდაჭერილი იქნება, მათ შორის, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობები მოგვაინებით შეიძლება მეგობრულ ან რომანტიკულ კავშირად ჩამოყალიბდეს.