საქართველომ ხურმისა და კარალიოკის ექსპორტისგან 4,7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად რუსეთის ფედერაციაში, უკრაინასა და სომხეთში განხორციელდა.
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან ბოლო ხუთ თვეში 9.344 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, მიღებულმა შემოსავალმა კი 4,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 1.878 ტონით (25%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 17%-ით (686 ათასი დოლარით) აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.
საქართველოდან მანდარინის ექსპორტი იზრდება
მიმდინარე წელს წარმოებული ხურმა და კარალიოკი ძირითადად გავიდა რუსეთის ფედერაციაში – 3,35 ათასი ტონა, უკრაინაში – 2,2 ათასი ტონა და სომხეთში – 3,56 ათასი ტონა.
აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე თურქეთში, ყაზახეთში, მოლდოვაში, ბელარუსსა და უნგრეთში.