თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ნუში, თავისი საკვები ნივთიერებების გამო, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ასევე ტვინის მუშაობას, თუმცა მისი მიღება, სანამ ის თერმულად არ დამუშავდება, სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, აცხადებს დიეტოლოგი და ენდოკრინოლოგი სვეტლანა ფუსი.
13 ოქტომბერი 2021, 13:30
მისი თქმით, ნუში შეიცავს ციანოგლიკოზიდ ამიგდალინს, რომლის დაშლის პროდუქტები ნუშს სპეციფიკურ სუნსა და სიმწარეს სძენს.
„ამავდროულად გამოიყოფა ჰიდროციანმჟავა, ერთ-ერთი უძლიერესი შხამი...“ – გვაფრთხილებს სპეციალისტი.
მისი განმარტებით, თერმული დამუშავების შემდეგ (180 გრადუსი 8-10 წუთის განმავლობაში) ამიგდალინი ორგანიზმს საფრთხეს აღარ უქმნის.
ექიმის რეკომენდაციით, ნუშის სადღეღამისო ნორმაა 30 გრამი. ამასთან აღნიშნავს, რომ ნუში ინახება დიდი ხნის განმავლობაში — ისე, რომ არ კარგავს არც სასარგებლო თვისებებს და არც გემოს.
მანამდე დიეტოლოგმა ევგენი არზამასოვმა განაცხადა, რომ ნუში ანელებს დაბერების პროცესს და ყველაზე „ქალურ კაკლად“ მიიჩნევა.