ექსპორტი საქართველოდან კვლავ იზრდება: ბოლო მონაცემები

საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი (რეექსპორტის გაუთვალისწინებლად) 24,9%-ით გაიზარდა და 3.392,5 მილიონი დოლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის დასაწყისიდან, გასული წლის იანვარი–ოქტომბრის პერიოდთან შედარებით, 23%-ით გაიზარდა და დაახლოებით 11.352,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
წლის დასაწყისიდან საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 20,4%-ით მეტია.

რითი ვაჭრობს საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვ.
საქართველომ ხურმისა და კარალიოკის ექსპორტისგან 4,3 ათას დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
2021 წლის დასაწყისიდან გაიზარდა ფეროშენადნობის (70%), ტრიკოტაჟის პროდუქციის (70%), თხილის (32,1%) ექსპორტი. ამავე დროს შემცირდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 1,8%-ით.
საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი (რეექსპორტის გაუთვალისწინებლად) 24,9%-ით გაიზარდა და 3.392,5 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საქართველოდან მანდარინის ექსპორტი იზრდება
2021 წლის დასაწყისიდან გაიზარდა ვაქცინის, სისხლის, იმუნური პროდუქტების იმპორტი (214,2%-ით), საბურღი მანქანების და მათი ბლოკების (136,5%), სატვირთო ავტომობილების (69,2%), ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (58%), ტელეფონის აპარატების (31,6%) იმპორტი.
ამავე დროს საანგარიშო პერიოდში შემცირდა ხორბლის (11%), აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების (1,5%) იმპორტი.