ვიტამინ B12-ის საშიში დეფიციტი ენაზე ჩანს: ექიმები ასახელებენ ნიშნებს

Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ვიტამინი B12 საკვანძო როლს ასრულებს ადამიანის ნერვულ სისტემაში, ამიტომ თუ მის დეფიციტს არ უმკურნალებთ, ამან შეიძლება შეუქცევადი ნევროლოგიური დაზიანებები გამოიწვიოს, წერს გამოცემა Daily Express-ი.
შესაბამისად, აუცილებელია, რომ ადამიანმა ექიმის მეშვეობით აკონტროლოს ამ ვიტამინის დონე სისხლში. თუმცა, სპეციალისტების თქმით, არსებობს ნიშანი ენაზე, რომელიც B12-ის ნაკლებობაზე პირდაპირ მეტყველებს.
მიაქციეთ ყურადღება! საშიში დაავადების სამი ადრეული ნიშანი ენაზე

„ენა ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი მარკერია და ხშირად იძლევა საშუალებას, დავადგინოთ, არის თუ არა სისხლში B12-ის დეფიციტი“, — წერს გამოცემა.

ბრიტანელი ექიმების თქმით, თუ ენის გვერდები უსწორმასწორო, ანუ დაკბილული ხდება და შეინიშნება ჩაღრმავებები — ეს პირდაპირ მეტყველებს ვიტამინების დეფიციტსა თუ ჰორმონალურ დისბალანსზე.
„დაკბილული ენა ჩნდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს არ იღებს, განსაკუთრებით, B12 რიბოფლავინს, და ამან შეიძლება ენის გადიდებაც გამოიწვიოს“, — განმარტავენ ბრიტანელი ექიმები.
ამასთან ენაზე ცვლილებები, გარდა B12-ის დაბალი დონისა, ასევე შეიძლება მეტყველებდეს სხვა მინერალური ნივთიერებების დეფიციტზეც. მაგალითად, თუ ენა სივდება, წითლდება და მტკივნეული ხდება, ე.ი. საქმე გვაქვს აღნიშნული ვიტამინის, ასევე რკინის დეფიციტთან.
მედიკოსების თქმით, B12-ის ნაკლებობის სხვა ადრეული ნიშნებია:
ცნობიერების აღრევა;
განწყობის ცვლა;
თავის ტკივილი;
აუხსნელი სისუსტე;
ჩხვლეტები ხელებსა და ფეხებში.
B12-ის ნაკლებობა ძირითადად აღენიშნებათ მათ, ვის რაციონშიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტები არ შედის. ანუ ვეგანები და ვეგეტერიანელები განსაკუთრებთ მოწყვლადები არიან ამგვარი დეფიციტის მიმართ.