თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოდან 1.491 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 613 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 166%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 149%-ით გაიზარდა.
2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (820 ტონა), რუსეთში (526 ტონა), უკრაინასა (135 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა).