მსოფლიო დღეს

ჩინეთის სამხედრო პოტენციალი: პეკინს სურს პირველმა განახორციელოს დარტყმა

Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთი სამხედრო პოტენციალს აძლიერებს, რაც პეკინს პერსპექტივაში მისცემს საშუალებას, რომ პირველმა განახორციელოს დარტყმა, მიაჩნია აშშ-ის შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გენერალ ჯონ ჰაიტენს.
ამ თემაზე მან ტელეარხ CBS-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
გენერალმა კომენტარი გააკეთა ჩინეთის მიერ ჰიპერბგერითი იარაღის გამოცდაზე და აღნიშნა:

„მათ შორი მანძილის რაკეტა გაუშვეს, რომელმაც დედამიწას შემოუფრინა. შემედგ რაკეტას ჰიპერბგერითი ბლოკი გამოეყო, რომელმაც ჩინეთამდე მიაღწია და სამიზნე დააზიანა. <...> ეს პირველი გამოყენების იარაღს ჰგავს. ჩემი აზრით, სწორედ ასე გამოიყურება ამ ტიპის იარაღი“.

იმ ფაქტის შესახებ, რომ ჩინეთმა ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა აგვისტოში, ფართო საზოგადოებამ სექტემბრის შუა რიცხვებში შეიტყო გაზეთ Financial Times-სგან. როგორც გამოცემა წერდა, რაკეტამ ისე შემოუფრინა დედამიწას, რომ მსოფლიოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებმა ვერ შენიშნეს.
პესკოვი: ჩინური ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდა კრემლს არ აღელვებს
მოგვიანებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩჟაო ლიძიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზაფხულში კოსმოსური ხომალდი გამოიცადა და არა ჰიპერბგერითი რაკეტა.