ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,36%-ით შემცირდა და 100,24 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,69%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,01%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 2,22% მოგებით 106,25 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 103,03 პუნქტის ფასით, 4,72% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,17%-ით შემცირდა.
საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება შესაძლებელი ხდება>>
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,05%-ით შემცირდა 101,35 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,77%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 2,43%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 16,0 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 117 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,2–16,96 ფუნტის დიაპაზონში.
2025 წლისთვის კაპიტალის ბაზარზე სახელმწიფო კომპანიების აქციების გატანა იგეგმება
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 3,99%-ით და ერთ აქციაზე 6,26 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 205 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,97–6,29 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 0,76%-ით გაიზარდა 16,0 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 148 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,58–16,04 ფუნტის დიაპაზონში.