მსოფლიო დღეს

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე კედლის აგებას გეგმავს

Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ბელარუსთან საზღვარზე კედლის აგებას პოლონეთის ხელისუფლება მომავალი წლის პირველ ნახევარში გეგმავს, განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრისა და ადმინისტრაციის პირველმა მოადგილემ მაჩეი ვონსიკმა.
ამასთან მან დააზუსტა, რომ შესაბამისი შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა, ამიტომ მშენებლობის ზუსტ თარიღზე საუბარი ნაადრევია.
ევროკავშირი „აეროფლოტისა“ და Turkish Airlines-სთვის სანქციების დაწესებას აპირებს
მინისტრის მოადგილის თქმით, გასულმა ღამემ საზღვარზე, სადაც არალეგალი მიგრანტები არიან თავმოყრილი, მშვიდად ჩაიარა და „არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა“.
ვონსიკის განცხადებით, ვარშავაში შიშობდნენ, რომ იქნებოდა საზღვრის გარღვევის ახალი მცდელობები, ვინაიდან კუზნიცის მახლობლად მდებარე მიგრანტთა ბანაკს ახალი ჯგუფები შეუერთდნენ, გარდა ამისა, მივიდა მოძრავი ტელესადგურიც.
პოლონელი პოლიტიკოსის განმარტებით, ამ დროისათვის საზღვარს 4 ათასი მესაზღვრე, 2 ათასი პოლიციელი და პოლონეთის არმიის 15 ათასი ჯარისკაცი იცავს.
ვარშავამ ბელარუსთან საზღვარზე 5,5 მეტრი სიმაღლისა და 180 კმ სიგრძის კედლის აგების შესახებ კანონი, რომელიც მოძრაობის სენსორებითა და კამერებით აღიჭურვება, გასულ კვირაში მიიღო. ამ დროისათვის იქ მხოლოდ მავთულხლართებია გაჭიმული.
მსოფლიო დღეს
პასუხისმგებელია მინსკი: ნატო მიგრაციულ კრიზისში ბელარუსს ადანაშაულებს

ვითარება საზღვარზე

მიმდინარე წლის ზაფხულში ბელარუსისა და პოლონეთის, ასევე ბელარუსისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებზე ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ლტოლვილთა ნაკადები საგრძნობლად გაიზარდა. მიგრანტები აქედან დასავლეთ ევროპაში გაჭრას ცდილობდნენ. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 8 ნოემბერს, როდესაც პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე დაახლოებით 2 ათასმა მიგრანტმა მოიყარა თავი და სტიქიური ბანაკი მოაწყო. პოლონელმა ძალოვნებმა საზღვრის გარღვევის რამდენიმე მცდელობა აღკვეთეს, მათ შორის, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
დასავლეთი მომხდარზე პასუხისმგებლობას მინსკს აკისრებს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს. პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანას მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო „არც ფული აქვს და არც ძალა“ საიმისოდ, რომ მიგრანტების ნაკადები შეაჩეროს.
მანამდე Reuters-ი იუწყებოდა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს, რაც დაახლოებით 30 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება. ამასთან პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი ბელარუსის მიმართ სანქციების გაძლიერების წინადადებას ევროსაბჭოს უახლოეს სხდომაზე დააყენებს.