თბილისში სააკაშვილის მხარდამჭერი ორი აქცია ერთდროულად მიმდინარეობს

მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა დღეს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიები და მათი მომხრეები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დღეს აქციას ერთდროულად ორ ლოკაციაზე ატარებენ – ჯანდაცვის სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან.
ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის თაობაზე 8 ნოემბერს გამოაცხადა. მისი მთავარი მოთხოვნებია თავდაპირველად სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება.
დღეს მომიტინგეების მთავარი მოთხოვნაა ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ამიტომ მათ გადაწყვიტეს პროტესტი ამ საკითხში კომპეტენტურ უწყებებთან გამოეთქვათ.
როგორია სააკაშვილის მდგომარეობა? ზელენსკიმ ღარიბაშვილისგან მკაცრი პასუხი მიიღო
აქციის დაწყებამდე მისმა მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს ხელში პლაკატებით „თავისუფლება სააკაშვილს".
ორივე სამინისტროსთან პოლიციის ძალებია მობილიზებული.
აქცია ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ლიდერები მიმართავენ.
ოპოზიციის მომავალი გეგმები პარასკევს, საღამოს ტრადიციულ ბრიფინგზე გამოცხადდება.