ქართველმა და თურქმა მესაზღვრეებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

სწავლების ფარგლებში მესაზღვრეებმა სასაზღვრო ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობები დახვეწეს.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი ვალეს" ტერიტორიაზე ქართველი და თურქი სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სწავლებაში ახალციხის სამმართველოსა და თურქეთის შეიარაღებული ძალების 25-ე ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფები მონაწილეობდნენ.
ერთობლივი წვრთნების მიზანი იყო ორი ქვეყნის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესება.
ქართველმა და თურქმა მესაზღვრეებმა ერთობლივი საზღვაო სწავლება ჩაატარეს
წვრთნების სცენარი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: არალეგალური მიგრანტების დაკავება და სახელმწიფო საზღვარზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის აღკვეთა.
წვრთნებში მონაწილე მესაზღვრეებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
შსს-ს ინფორმაციით, ერთობლივი წვრთნები თურქეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის 2021 წლის გეგმის ფარგლებში ჩატარდა. მსგავსი ტიპის სწავლებები ქვეყნებს შორის ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.