როგორ ემზადება პეკინი ოლიმპიადა 2022-სთვის — ფოტო

პეკინი პირველი ქალაქი გახდება მსოფლიო ისტორიაში, რომელიც ორი ოლიმპიადის — ზაფხულისა და ზამთრის თამაშების მასპინძელი იქნება. ნახეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში, როგორ ემზადება ქალაქი მსოფლიოს მთავარი სპორტული ღონისძიებისთვის.
Sputnik
სპორტის შვიდ სახეობაში მედლების 109 კომპლექტი გათამაშდება, მათგან პირველი ექვსი ოლიმპიური თამაშების გახსნის მეორე დღეს, 5 თებერვალს გადაიცემა. ბოლო კომპლექტებით კი გამარჯვებულები ოლიმპიური ცეცხლის ანთებიდან მეთექვსმეტე, ანუ თამაშების დახურვის დღეს დაჯილდოვდებიან.
1 / 10

პეკინის 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ხუთი არენა 2022 წელს კიდევ ერთხელ გახდება სპორტული ღონისძიებების მოედანი

2 / 10

პეკინის ზამთრის ოლიმპიადა 2022 წლის თებერვალში გაიმართება და დაემთხვევა ჩინურ ახალ წელს, ანუ გაზაფხულის ფესტივალს

3 / 10

ჩინეთის დედაქალაქი იქნება პირველი ქალაქი, რომელმაც უმასპინძლა როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს

4 / 10

თამაშები ჩატარდება ლოზუნგით „სასიხარულო შეხვედრა ყინულსა და თოვლზე“, და დაეფუძნება 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მემკვიდრეობას

5 / 10

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ „პეკინი 2022“ მილიონობით ჩინელს ზამთრის სპორტის ხელახლა აღმოჩენაში დაეხმარება

6 / 10

პოპულარული ზამთრის კურორტი ჩუნლი, რომელიც ჰებეის პროვინციაში მდებარეობს, გახდება სამი ოლიმპიური კლასტერიდან ერთ-ერთი და უმასპინძლებს შეჯიბრებებს სნოუბორდში, ფრისტაილში, თხილამურებით სრიალში, ტრამპლინიდან ხტომაში, კომბინირებულ ორთაბრძოლასა და ბიატლონში

7 / 10

ოლიმპიური პროგრამა მოიცავს შვიდ ახალ შეჯიბრებას: ქალთა ბობსლეის, სათხილამურო ბიგ-ეირს მამაკაცებში და ქალებში, შერეულ ესტაფეტას შორტ-ტრეკში და შერეულ გუნდურ შეჯიბრებებს ტრამპლინიდან ხტომაში, ფრისტაილსა და სნოუბორდ-კროსში

8 / 10

„ყინულის კუბი“ — პეკინი-2008-ის ერთ-ერთი სტადიონი ამ დღეებში საკვალიფიკაციო შეჯიბრებებს მასპინძლობს კერლინგში

9 / 10

14 წლის შემდეგ პეკინის ეროვნული სტადიონი „ჩიტების ბუდე“ კვლავ გახდება ოლიმპიური თამაშების ცენტრალური ადგილი — გახსნის ცერემონია სწორედ აქ გაიმართება

10 / 10

სამთო-სათხილამურო სახეობებს, ტრამპლინიდან ხტომას, ბობსლეისა და ციგებით სრიალს 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქალაქი იანცინი უმასპინძლებს