რა შემთხვევაში შეგიძლიათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართოთ?

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაცია კამპანია დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების შესახებ მოქალაქეთა უკეთ ინფორმირების მიზნით თბილისის მეტროპოლიტენსა და სხვა მუნიციპალურ ტრანსპორტში საინფორმაციო პლაკატები განთავსდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სარეკლამო-საინფორმაციო პლაკატებზე ჩამოთვლილია მოქალაქეების მიერ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები – რა შემთხვევაში და როგორ უნდა მიმართონ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს; რა სახის დანაშაულებს იძიებს სამსახური; როგორ რეაგირებს სამსახური დანაშაულის შესახებ შეტყობინებებზე. საინფორმაციო პლაკატებზე სწორედ აღნიშნულ კითხვებზეა პასუხი გაცემული.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სააკაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო
პროექტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) მხარდაჭერით განხორციელდა.
საინფორმაციო პლაკატების განთავსება თბილისის მერიამ და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" უზრუნველყვეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია კანონიერების უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. მუშაობის პრინციპები – დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, პროფესიონალიზმი, საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.