რატომ უნდა მიირთვათ ქიშმიში ყოველდღე: ექიმი გირჩევთ

Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. შეიტანეთ ყოველდღურ რაციონში ქიშმიში, თუ გსურთ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, აცხადებს დიეტოლოგი ანა მელეხინა.
სპეციალისტის თქმით, ეს სასარგებლო პროდუქტი დღეში 25 გრამის ოდენობით (დაახლოებით ჭიქის მეოთხედი) უნდა მიირთვათ.

„ქიშმიში შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებსაც ანტიოქსიდანტური მოქმედება ახასიათებს, ასევე ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს, ადუნებს სისხლძარღვებს და ამცირებს გულის იშემიური დაავადებების რისკს“, — განმარტა ექიმმა.

დიეტოლოგის თქმით, ქიშმიში შეგიძლიათ დაამატოთ ფაფებს, ბლითებს, სალათებს. ამით „საკვებ ბოჭკოებსაც მიიღებთ, ვიტამინებსაც და სასიამოვნო გემოსაც“.
ჩირის სარგებელი და საფრთხეები: რა უნდა გაითვალისწინოთ – ექსპერტების რჩევა
ამასთან სპეციალისტი განმარტავს, რომ ყურძნის შავი ჯიშები უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ვიდრე თეთრი.
ექიმის რეკომენდაციით, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დიდი რაოდენობით ქიშმიშს შეუძლია გამოიწვიოს დიარეა, გულისრევის შეგრძნება ან პირღებინება. ამასთან შავი ქიშმიში არ შეიძლება მიირთვათ, თუ ანტიბიოტიკ ციკლოსპორინს იღებთ, ვინაიდან ის პრეპარატის მოქმედებას ამცირებს.