სენსაციური გამარჯვება: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ბათუმში შვედეთი დაამარცხა

რვა მატჩში ვილი სანიოლის შეგირდებმა შვიდი ქულა დააგროვეს და В ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიბევეს
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ბათუმში შვედეთის ნაკრებს ანგარიშით 2:0 მოუგო.
მსოფლიო-2022-ის შესარჩევი ციკლი: საქართველო-შვედეთი. ხვიჩა კვარაცხელია
ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა 61-ე და 78-ე წუთებზე გაიბრწყინა. პირველ შემთხვევაში კვარაცხელია ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა მეტოქის საჯარიმოში გათამაშებული საჯარიმო დარტყმის დროს, ხოლო მეორე გოლი მისი ინდივიდუალური ოსტატობის შედეგია.
მსოფლიო-2022-ის შესარჩევი ციკლი: საქართველო-შვედეთი. ხვიჩა კვარაცხელია
აღსანიშნავია ასევე საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, გურამ კაშიას შესანიშნავი თამაში, რომელმაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის სრული ნეიტრალიზება მოახდინა. „მილანის“ თავდამსხმელმა მხოლოდ ერთხელ შეძლო შესანიშნავი გადაცემის გაკეთება, მაგრამ „კრასნოდარის“ ფორვარდის, ვიქტორ კლასონის დარტყმა შორეულ კუთხეში არაზუსტი გამოდგა.
ვილი სანიოლი შვედეთთან მატჩისთვის დისკვალიფიცირებულია
საქართველოს ნაკრებისთვის შვედეთთან შეხვედრა იყო დასკვნითი მსოფლიო-2022-ის შესარჩევი ციკლის ფარგლებში. რვა მატჩში ვილი სანიოლის შეგირდებმა შვიდი ქულა დააგროვეს და В ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიბევეს და კოსოვოს გაუსწრეს.
მსოფლიო-2022-ის შესარჩევი ციკლი: საქართველო-შვედეთი
რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს, სკანდინავებმა საკმაოდ გაირთულეს ბრძოლა ჯგუფში პირველობისთვის. ამ დროისთვის იანე ანდერსონის გუნდი ესპანეთს ორი ქულით უსწრებს, მაგრამ „ფურია როხას“ გასვლაზე საბერძნეთთან თამაში ელოდება. შესარჩევი ციკლის დასკვნით ტურში კი მეტოქეები ერთმანეთს სევილიაში შეხვდებიან.
2021 წელს საქართველოს ნაკრები დაასრულებს ამხანაგური მატჩით უზბეკეთთან, რომელიც 15 ნოემბერს გორში გაიმართება.