თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკას ეწვია, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზურაბიშვილი ქალაქ ნიქოზიაში შეხვედრებს გამართავს კვიპროსის უმაღლესი თანამდებობის პირებთან. დახვედრის ოფიციალური ცერემონია კვიპროსის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
საქართველოს მთავრობის მეთაური კვიპროსელ კოლეგასთან ნიკოს ანასტასიადისთან შეხვედრას როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში გამართავს, რის შემდეგაც პრეზიდენტები მასმედიისთვის ერთობლივ ბრიფინგზე განცხადებებს გააკეთებენ.
ზურაბიშვილი ასევე შეხვდება კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს ანიტა დემეტრიოუსსა და ქვეყნის მთავარეპისკოპოსს, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-ს.
საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. საქართველოს საელჩო კვიპროსში 2005 წელს გაიხსნა.